ვხსნით საბავშვო გასართობ ცენტრს
პროექრის მთავარიიდეა(თემა) 1–2 წინადადებით
ცხოვრებისეული პრობლემის კვლევის გზით გამოცდილების შეძენა,რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატების მიღწევაში
პროექტის აქტუალობა:
პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება ტრანსფერის უნარის გამომუშავებასა და მიღებული ცოდნის მიზეზ–შედეგობრივი არსის დანახვაში
პროექტის მიზნები:
სტატისტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა. მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემების შეგროვება ,დახარისხება–ორგანიზება და სასაეგებლო რეკომენდაციების შემუშავება.ერთ სიტუაციაში ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:
7–8 წელი
ვადები\ხანგრძლივობა:
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გამოკითხვის საშუალებით შეადგენენ მონაცემთა ცხრილებს,რითაც შექმნიან პიქტოგრამებს.პიქტოგრამების მიხედვით მოსწავლეებს არჩეული ექნებათ გასართობი ცენტრისთვის პოპულარული. თამაშები, მენიუ და ფერები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ისტ–ს საშუალებით შედგენილი ცხრილები მონაცემების შესაგროვებლად
.სახელმძღვანელო.კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებლის დახმარებით ,მოსწავლეები ირჩევენ ამ მომენტისთვის მათთვის ყველაზე საინტერესო თემას.მოსწავლეები აკონკრეტებენ თემას და იღებენ გადაწყვეტილებას განახორციელონ პროექტი,,ვხსნით საბავშვო –გასართობ ცენტრს''
მოსწავლეები ჩამოწერენ თემის შესაბამის კითხვებს;
რა არის ბავშვთა–გასართობი ცენტრი ?
რას ანიჭებ უპირატესობას გასართობ ცენტრში ყოფნისას?(მენიუ,თამაშები,ფერები)
როგორ ფიქრობთ რის მიხედვით ხდება მენიუს შერჩევა?თამაშების შერჩევა?ფერების შერჩევა ინტერიერისა და ინვენტარისათვის?
კლასი იყოფა სამ ჯგუფად;
I-ჯგუფს ეძლევა დავალება მოიძიონ მასალა საბავშვო –გასართობი ცენტრის შესახებ.ჩაატარებენ თანატოლებში გამიკითხვას და შეავსებენ მონაცემთა ცხრილს.სემდეგ კი პიქტოგრამას,,საყვარელი ფერი"
II-ჯგუფმა შეავსოს მონაცემტა ცხრილი გამოკითხვის საშუალებით და შეადგინონ პიქტოგრამა,,საყვარელი საჭმელი''
III–ჯგუფი–,,საყვარელი თამაშები''
მონაცემთა ცხრილების შევსების და მასალების მოძიების შემდეგ მოსწავლეები ახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1.მოძიებული მასალის შესაბამისობა პროექტის მიზანთან.
|
მოძიებული მასალა ამომწურავია და შეესაბამება მოცემულ
საკითხს.
|
მოძიებული მასალა შეესაბამება მოცემულ საკითხს,მაგრამ
არ არის სრულყოფილი.
|
მოძიებული მასალა ნაკლებად შეესაბამება მოცემულ საკითხს.
|
2.რამდენად შეესაბამება შევსებულ მონაცემთა ცხრილები
პროექტის მიზანს.
|
მონაცემთა ცხრილები სრულყოფილადაა შევსებული და მონაცემები
დაჯგუფებულია.
|
ცხრილები შევსებულია სწორად.მონაცემები არ არის დაჯგუფებული
სრულად.
|
მონაცემთა ცხრილები არ არის სრულყოფილი.
|
3.რამდენად შეესაბამება პიქტოგრამისა და მონაცემთა
ცხრილების მონაცემები ერთმანეთს.
|
პიქტოგრამები აგებულია მონაცემთა ცხრილების შესაბამისად.
|
პიქტოგრამები აგებულია მონაცემთა ცხრილების შესაბამისად,
არის მცირე უზუსტობები.
|
პიქტოგრამები არ არის სრულყოფლად შევსებული.
|
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასტთან კავშირი:II.11 II.12 II.13
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)ანა მინაგორაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:anaminagorashvili@gmail.com.
პროექტის ვებ გვერდი anaminagorashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment